სკოლის მოსწავლეს მიკროავტობუსი შეეჯახა

2022-11-25 12:07:51

გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 8 წლის გოგონას მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის სკოლაში მიდიოდა.

დაშავებული მოზარდი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" მშობლებმა გადაიყვანეს. სამედიცინო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ გოგონას თავის ქალის დახურული ტრავმები აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმების გადაწყვეტილებით, დაშავებული კატასტროფის სამედიცინო ეკიპაჟს, ამ წუთებში, თბილისში გადაჰყავს.