ქვემო ქართლში ავარიას 23 წლის გოგო ემსხვერპლა

2022-11-24 20:21:22

თელეთი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის გოგო დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, გოგო გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მიღებული ტრავმები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.