რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ამოქმედდება

2022-11-22 13:51:08

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან, რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები ამოქმედდება. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

"ცვლილებების მიზანია, უზრუნველყოს ჯანდაცვის სერვისებისა და მომსახურების მაღალი ხარისხი.
რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილოს. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. უწყების მიერ წარდგენილი სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკა რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.
რეფორმა, სამინისტროს წარმომადგენლებმა, სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელებს, ექიმებსა  და სხვადასხვა ასოციაციის  წევრებს წარუდგინეს. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა, კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები - თამარ გაბუნია, ილია ღუდუშაური, თამარ ბარკალაია; სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ/შ ეკა ადამია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე ნატო Ნათენაძე , სამინისტროში მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ერთეულის ხელმძღვანელი ნინო კვერნაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, სამედიცინო დაწესებულებებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები",
- ნათქვამია ინფორმაციაში.