რუსთავში, ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდებათ

2022-11-23 10:06:44

რუსთავის მუნიციპალიტეტი საბავშვო ბაგა-ბაღების 6100  აღსაზრდელებისათვის საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებს შეისყიდის.

აღნიშნულთან დაკავშირებით (ა)იპ ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების, გაერთიანებამ" შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

საწყისი თანხა სასაჩუქრე ნაკრებისთვის 117 796 ლარია.

ტენდერზე თან დართული დოკუმენტიდან ვიგებთ, სასაჩუქრე ნაკრებებში მუნიციპალიტეტის მოთხოვნით უნდა იყო:

1. ბისკვიტის ნამცხვარი--. .ბისკვიტის ნამცხვარი შეფუთვაში ერთი ცალი, დათვის ფორმის არანაკლებ 30 გრამი. კონსერვანტებისა და საღებავების დანამატების გარეშე, მხოლოდ ნატურალური არომატიზატორებით. არ უნდა შეიცავდეს გლუტეინს. ქარხნული,ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით; ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 394 კ/კალორია.

2. "ნამცხვრის ფილა-ნამცხვრის ფილა შოკოლადის არომატის მქონე მინანქრით და კაკაოსგულსართით, ზედაპირი შოკოლადის ხაზებით.შეფუთვაში ერთი ცალი. ენერგეტიკული
ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 449 კ/კალორია. წონა არანაკლებ 32 გრამი.ქარხნული, ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით;

3. ვაფლი- ქარხნული შეფუთვით, ილუსტრირებული, მართკუთხედი ფორმის. წონა 144 გრ. გაუმჭვირვალე შეფუთვაში არანაკლებ 6 ცალი , 100 გრამ პროდუქტზე 560 კკალ.

4. "ორცხობილა რძით -ორცხობილა რძით მრგვალი ფორმის, კაკაოსა და ვანილის გემოს მქონე შიგთავსით. ქარხნული, ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით. შეფუთვაში
არანაკლებ 4 ცალი. მასა არანაკლებ 35 გრამი. ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრამპროდუქტზე არანაკლებ 480 კ/კალორია.

5. "ნამცხვრის ფილა-ნამცხვრის ფილა შოკოლადის არომატის მქონე მინანქრით და კაკაოსგულსართით, ზედაპირი შოკოლადის ხაზებით.შეფუთვაში ერთი ცალი. ენერგეტიკული
ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 449 კ/კალორია. წონა არანაკლებ 32 გრამი.ქარხნული, ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით;

6. ვაფლი -კაკაოს შიგთავსით დაფარული რძიანი შოკოლადით. მასა არანაკლებ 31 გრამი.შეფუთვაში ერთი ცალი. ქარხნული, ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით;შოკოლადის მასაში კაკაოს პროდუქტების მინიმალური შემცველობა 25 %. ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 522 კ/კალორია.

7. შოკოლადის ბატონი არაქისით- ილუსტრირებული , გაუმჭვირვალე შეფუთვაში ერთი ცაარანაკლებ ლი. ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამ პროდუქტზე 590,4 კკალ. წონა 44 (+-5გრ). მიწის თხილის შემცველობა არანაკლებ 41%

8. ხრაშუნა ვაფლი რძიან შოკოლადში- ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვა ,  მართკუთხედი ფორმის . წონა არანაკლებ 41,5 გრ, შოკოლადის მასაში კაკაოს რაოდენონა არანაკლებ 25%. რძიანი შოკოლადის შემადგენლობა არანაკლებ 62,2 %. კვებითი ღირებულება 100 გრ. პროდუქტზე არანაკლებ 2151 კჯ/ 514 კკალ.

9. კარამელის კანფეტი ჯოხზე- შეფუთვა გამჭვირვალე, კანფეტი დამაგრებული ხის ჯოხზე. ორფეროვანი, დისკოს ფორმის, წონა 20 გრ( +-2 გრ). 100 გრ. პროდუქტზე არანაკლებ 382 კკალ.

10. დრაჟე ფერადი გლაზურით- შეფუთვა გაუმჭვირვალე ილუსტრირებული მართკუთხედი ფორმის, შეფუთვაში დრაჟეს რაოდენობა არანაკლებ 18 ცალი ფერადი დრაჟე . რძიანი შოკოლადის შემცველობა არანაკლებ 48 %. შეფუთვის წონა არანაკლებ 45გრ.  ენერგეტიკული ღირებულება 100 გრ. პროდუქტზე არანაკლებ 520 კკალ.

11. შოკოლადის ფილების ნაკრები-შეფუთვაში 4 ცალი. შეფუთვა კვადრატული მუყაო. საერთო წონა არანაკლებ 100 გრ. 1 ფილის წონა არანაკლებ 25 გრ. ენერგეტიკული ღირებულება არანაკლებ 543 კკალ. შოკოლადის მასაში კაკაოს მინიმალური შემცველობა არანაკლებ   29,1%.

12. მუყაოს ჩანთა-ჩასაკეტი  სახელურებით, საახლწლო ილუსტრაციით და წარწერით, ზომა 8 X16 X23. თითეული შეფუთვა უნდა იყოს არანაკლებ 650 გრ.

13. საახალწლო ნაძვის ხის ბურთულა არანაკლებ 6 სმ დიამეტრის, სხვადასხვა ფერის.