შეხვედრა რუსთავის ბაღების პერსონალთან და მშობლებთან

2022-11-17 22:24:48

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების პერსონალთან და საკონსულტაციო საბჭოს წევრ მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა განათლების ეროვნული ინსტიტუტის ახალი პროექტის ფარგლებში შედგა.

კოლეჯ "მოდუსში" შეკრებილებმა ბავშვებსა და მოზარდებში ძალადობრივი, სხვა არასათანადო შინაარსის/სიუჟეტების მულტფილმებისა და მხატვრული ფილმების, ასევე კომპიუტერული თამაშების შედეგად გამოწვეულ საფრთხეებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს.

შეხვედრაში მონაწილეები კონკრეტული ცნობილი მულტფილმების და ინტერნეტ-თამაშების საზიანო სიუჟეტებს და მათ უარყოფით გავლენებს, ასევე ბავშვის განვითარებისათვის სასარგებლო და განვითარების ხელშემწყობ ინტერნეტ გვერდებს და მათი გამოყენების რეკომენდაციებს გაეცნენ.