რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცები დააკავეს

2022-11-17 00:01:14

რუსთავში 2 მამაკაცი დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მე-17 მიკრორაიონში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 40 წლამდე პირები ნარკოდანაშაულისთვის დააპატიმრეს.

საპოლიციო ღონისძიება ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან არსებულ ავტოფარეხში ჩატარდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს პირადი ჩხრეკისას მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდათ.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები