რუსთავში ცენტრალური გზის მონაკვეთი გადაკეტილია

2022-11-14 11:02:06

რუსთავში, რუსთაველის მოედნიდან შარტავას მოედნამდე გზა ცალმხრივად გადაკეტილია და საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გზის გადაკეტვა რუსთაველის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოხდა.

ავტომობილის მძღოლებს შემოვლითი გზით უწევთ გადაადგილება.