ავტომობილი ქვეითს შეეჯახა

2022-11-05 12:56:21

არსებული ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.

ფოტო: ტელეკომპანია თრიალეთი