1 გარდაცვლილი და 5 დაშავებული

2022-11-04 19:04:17

ქედის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი პირი გარდაცვლილი დახვდა, ხუთი კი დაშავებული.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები