რუსთავში კაცი დაიკარგა [photo]

2022-11-01 13:37:00

რუსთავში 64 წლის მერაბ ჯულაყიძე დაიკარგა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული კაცის ოჯახის წევრმა განუცხადა, მამაკაცი სამი დღის წინ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

მედიკოსებმა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოწერეს, ოჯახის წევრებს არ დაელოდა, კლინიკა დატოვა და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.

ოჯახის წევრის თქმით, დაკარგულ კაცს მესხიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

კაცის საძიებო სამუშაოებში ჩართულები არიან სამართალდამცავებიც

თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე - 568 55 02 87