რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც ერთ-ერთმა მგაზვრა "ინფო რუსთავს" აცნობა, უკვე 30 წუთზე მეტია, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება უჭირთ.
არსებული ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი უღელტეხილზე მეწყრული პროცესების გააქტიურება გახდა.
უსაფრთხოებისა და საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.