სამხრეთ კორეის პრეზიდენმა ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს, დედაქალაქ სეულში, სულ მცირე 151 ადამიანის დაიღუპვასთან დაკავშირებით, გლოვა გამოაცხადა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლიმა გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
"ეს მართლაც ტრაგიკულია. წუხელ, სეულის გულში მოხდა ტრაგედია და უბედურება, რომელიც არ უნდა მომხდარიყო", - განაცხადა სამხრეთ კორეის ლიდერმა.
მედიის ცნობით, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ, ადგილობრივი დროით ღამის 12 საათისთვის სულ მცირე 3580 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის შესახებ მიიღო ინფორმაცია.