ავტობუსის მძღოლს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა [video]

2022-10-29 19:15:41

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ავტობუსის მძღოლს, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 3 წლის ბავშვს დაეჯახა, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. [video]

საქმის პროკურორ, გიორგი ღონღაძის მტკიცებულებების საფუძველზე, 2022 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავში, სამარშრუტო - სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა, მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად 3 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პრუკურატურა, 67 წლის ვახტანგ ტაბატაძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილში ედავება, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმოს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაცვის მხარის, ადვოკატ, რევაზ მოდებაძეს ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი ბრალს აღიარებს, ამასთან, გარდაცვლილის მშობლების მხრიდან საჩივარი არ ფიქსირდება, შესაბამისად, ამ და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ადვოკატი აღმკვეთ ღონისძიებად, გირაოს სახით 5000 ლარის გადახდას ითხოვდა.

მოსამართლემ, ქეთევან ლუაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვახტანგ ტაბატაძეს, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.