"ქართული ოცნების" დეპუტატი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

2022-10-27 11:03:09

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ირაკლი ხახუბია თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

გარდაცვლილი ბინაში მეუღლემ იპოვა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

პარლამენტარი 51 წლის იყო.