თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ამოსაყვანად ძაბვის გამორთვა გახდა საჭირო, რამაც მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება გამოიწვია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდარზე დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.