ბორჯომში, ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში 70 წლამდე დაშავებული ქალი გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და სამართალდამცავები.
ფოტო: ბორჯომი ტვ