რუსთავში ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ნაცნობები, 30 წლამდე კაცი და ქალი ერთმანეთს ქუჩაში შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით მამაკაცმა ქალს საუბრის გაგრძელების მიზნით ბინაში ასვლა შესთავაზა. ბინაში ასვლიდან რამდენიმე წუთში კი მამაკაცმა ქალზე იძალადა და გააუპატიურა.
პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს.
მომხრდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.