ოკუპანტებმა 55 წლის კაცი დააკავეს

2022-10-19 12:15:07

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული თამაზ გლურჯიძე ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი.

დაკავებულის ახლობლებით თქმით, გლურჯიძე ერთ-ერთ თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, აღნიშნული ოჯახის დატოვების შემდეგ კი შინ აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით, გლურჯიძე ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, იზოლატორში იმყოფებოდა.