თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პირველ კომენტარს აკეთებს. მერის თქმით, დაისჯება ყველა, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება.
"უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში.
ცენტრალური კონტრაქტორი იყო "გრინსერვისი", ქვეკონტრაქტორები არ ვიცი, გამიჭირდება თქმა. ცხადია შემოწმებული იყო... უდიდესი თემა არის, უმძიმესი. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა პასუხი", - თქვა კალაძემ.