რუსთავში სასურსათო მაღაზიები დააჯარიმეს

2022-10-06 18:58:31

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სექტემბრის თვეში რუსთავში 2 ობიექტი დააჯარიმა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, ქალაქში საჯარიმო სანქცია სასურსათო მაღაზიებს დაეკისრა. მირანგულას განმარტებით, ობიექტები მითითებების შეუსრულებლობისთვის დაჯარიმდნენ.

საერთო ჯამში, რუსთავში ინსპექტირება 37 ობიექტში ჩატარდა,  ქვემო ქართლის მასშტაბით კი 110-ში. რეგიონში ჯარიმა 6 ობიექტს დაეკისრა, აქედან 2-ს კრიტიკული შეუსაბამობისთვის.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები