დაკვამლიანება რუსთავის მერიაში

2022-10-05 21:09:38

რუსთავის მუნიციპალურ შენობაში დაკვამლიანება იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით,  შენობის მარჯვენა ფლიგელში, სადაც მერიაა განთავსებული, მე-2 სართულზე ერთ-ერთ ოთახში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.