დრიფტი რუსთავის ქუჩებში

2022-10-03 00:26:11

დრიფტი რუსთავის ქუჩებში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით XII მიკრორაიონში სპორტულმა ავტომობილმა ე.წ. დრიფტით მანევრირების შემდეგ მაღალი სიჩქარით გაიარა რამდენიმე ქუჩა, რამდენიმე წამში მას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაედევნა.

სამართალდამცავებმა ავტომობილის შეჩერება მესხიშვილის ქუჩაზე შეძლეს და დააჯარიმეს.