რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს [photo]

2022-10-02 15:54:15

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის #21-ში საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, სამუშაოები ჩატარდა.

მერიისა და აიიპ "რუსთავის კორპუსის" ჩართულობით, გაწმენდითი სამუშაოები ადგილზე კომპანია "რუსთავის წყალმა" განახორციელა. ამის შესახებ საიფორმაციო სააგენტოს "რუსთავის კორპუსის" თავმჯდომარის მოადგილემ, კარლო ნოდიამ განუცხადა.

"ჩვენ სადარბაზოდან ჭამდე გამოცვლილი გვაქვს საკანალიზაციო ქსელი, გარე საკანალიზაციო ქსელის მოწყობის ვალდებულება კი კომპანია რუსთავის წყალს აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გაჭედილი იყო ცენტრალური მაგისტრალური საკანალიზაციო ქსელი და არა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ვინაიდან იპოვა დაბალი წერტილი და გაჭედვა მოხდა სწორედ აქ. აიიპ რუსთავის კორპუსისა და რუსთავის მერიის ჩართულობით, რუსთავის წყალმა ცენტრალური საკანალიზაციო ქსელის გაწმენდის სამუშაოები ჩაატარა", - განაცხადა კარლო ნოდიამ.

აღსანიშნავია, რომ საკანალიზაციო სისტემაში ტანსაცმელი, ასევე ქალისა და მამაკაცის თეთრეული იყო გაჭედილი.

შეგახსენებთ, "ინფო რუსთავს" აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებმა ფაქტის გაშუქების თხოვნით გუშინ მიმართეს, რასაც შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

ადგილობრივები ამბობდნენ, რომ გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის პრობლემა წლებია აწუხებთ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები