ერთმანეთს მოტოციკლი და ავტომობილი შეეჯახა

2022-09-27 16:24:14

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, რომ დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.