ავარია მსხვერპლით დასრულდა

2022-09-26 18:44:15

ახალქალაქი-ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ხოსპიოსთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს 62 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიისას დაშავებულ ორ პირს სხვადასხვა სახის ტრავმები აღენიშნებოდათ, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს.

შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276 მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.