რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მარჯანიშვილის ქუჩაზე, 30 წლამდე ქმარსა და ცოლს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კამათი ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც მამაკაცა ქალს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა.