საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 35 წლის კაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საკუთარ კომერციულ ფართში ჩაცხრილეს, სადაც ის მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.
ადგილობრივებს მომხდარის კონკრეტულ მიზეზზე საუბარი უჭირთ, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად წარსულში ფულის გამოძალვის ფაქტს განიხილავენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.