ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია

2022-09-20 19:56:25

ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი, დაკავებულია.

გავრცელებული ცნობით, გათავისუფლებულია შეიარაღებული პირის მიერ მძევლად აყვანილი 12 პირი.

ინფორმაცია მედიასთან დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა.