20 195 ბავშვი დაიბადა - 26 681 ადამიანი კი გარდაიცვალა

2022-09-15 13:24:04

საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა.

ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი.

2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -6 486 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480).