გენერალური პროკურატურა ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მკვლელობების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. ამ მონაცემებით, 2014 წლიდან 2022 წლამდე გაათმაგებულია ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლები და 14%-დან 88%-მდეა გაზრდილი პატიმრობის მოთხოვნა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებულებისთვის.
მხოლოდ 2022 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში 13 ქალი მოკლეს.
პროკურატურის სტატისტიკის თანახმად, 2016-2022 წლებში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის ჩამდენი 1 624 ბრალდებულის მიმართ.
ქალთა მკვლელობის (ფემიციდის) საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივი პირველად 2018 წელს გამოიკვეთა და დღემდეგ ქალთა მკვლელობის საქმეებში გენდერული დისკრიმინაცია იდენტიფიცირებულია 45 ბრალდებულის მიმართ.
პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფემიციდის გაზრდილი შემთხვევები 2019 წლის შემდეგ პანდემიის გავლენა და მსოფლიო ტრენდის ნაწილია.