გონიოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, თურქეთის 2 მოქალაქე, რომლებიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ავტომობილი დაუზიანეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ორი პირი უკვე დააკავეს და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.