წყალდიდობას 900 ადამიანი ემსხვერპლა

2022-08-26 12:17:41

პაკისტანში, მუსონურ წვიმებსა და წყალდიდობებს 903 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 326 ბავშვია.

CNN პაკისტანის კლიმატის ცვლილებების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ათასობით ადამიანი თავშესაფრისა და საკვების გარეშეა დარჩენილი, რომლის მიზეზიც სტიქიისგან გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისია.

​გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობამ, ივნისის შუა რიცხვებიდან, 2,3 მლნი ადამიანი დააზარალა 95 350 სახლი კი გაანადგურა.