თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ორი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

2022-08-26 10:30:17

თურქეთში, საქართველოს მოქალაქემ ორი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, რომელის ვინაობაც ამ დრომდე დაუდგენელია, ცეცხლსასროლი იარაღით ის პირები მოკლა, რომელთან ერთადაც  იმ მომენტისთვის სახლში იმყოფებოდა.

სასიკვდილო თვითდაზიანება კი მაში მიიყენე, როცა სარფის საზღვრის გადმოკვეთას აპირებდა და პოლიციამ მისი დაკავება სცადა.

მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ტაქსით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა.

მომხდარ ფაქტზე თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.