28 წლის პატიმარი, გურამ სვანიძე, რომელმაც თავის არეში დაზიანებები მიიყენა გარდაიცვალა.
მის გადარჩენას მედიკოსები ერთი კვირის მანძილზე ცდილობდნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს სვანიძემ ციხის ბადრაგს ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში დაზიანება მიიყენა.
ამ საქმეზე პენიტენციურის თანამშრომელი, ესკორტის ოფიცერი, ვალერი გოზალიშვილი 22 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება სამსახუროებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს. ესკორტის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.