"თავი ამაყად აგვაწევინა აქაურ ემიგრანტებს"

2022-08-22 18:49:48
რუსთაველი ემიგრანტი, ციური ლაბუჩიძე - ხვიჩა კვარაცხელიაზე

"გუშინ პარკში Რომ ვისვენებდი მკითხეს უკრაინელი ხარო?
- არა ქართველიმეთქი.
"კვარა"? -Მკითხეს გაბადრული სახით.
Si,si "Kvara"- ვუპასუხე ღიმილით.
საღამოს ბაბუამ მოზღვავებული სიხარული შემნიშნა და რა მოხდაო მკითხა.რაღა რა მოხდა კვარამ ორი გოლი გაიტანამეთქი.
Გაიცინა - როდის აქეთ გახდი ფეხბურთის ფანიო.
ახლა, რაც "კვარა" ჩამოვიდა ნაპოლშიმეთქი.
- რატომო ქართველი რომაა მაგიტომო?
- კი.რათქმაუნდა.ახლა გაიგეს იტალიელებმა სინამდვილეში ვინ ვართ ქართველები - ვიცინი.კვარადონას ეძახიან ნაპოლიტანელებითქო.
- ოო.. ეს უკვე სერიოზული ამბავიაო ბებიამ .აქამდე მარადონასთან არავინ შეუდარებიათო.
ვითომ ხუმრობით ვსაუბრობდით .მაგრამ ისეთ ხუმრობას რა ვუთხარიო. მოკლედ ამ 21 წლის ბიჭმა შეძლო და თავი ამაყად აგვაწევინა აქაურ ემიგრანტებს.

მადლობა ამ სიხარულისთვის ხვიჩა! "