ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

2022-08-19 14:53:03

იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმითა და მრავლობითი ტრავმებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.