მდინარეში ძმების ცხედრები იპოვეს

2022-08-19 09:37:16

უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, 16 და 20 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. 

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა გვი­ან ღა­მით იპო­ვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მა­მი­დაშ­ვილ­თან ერ­თად, მდი­ნა­რე­ზე სა­ბა­ნა­ოდ წა­ვიდ­ნენ, რა დრო­საც, ერთ-ერთ ძმას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფეხი და­უც­და, მე­ო­რე კი წყალ­ში მის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და.

ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და სამძებრო სამუშაოებს  რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის განმავლობაში აწარ­მო­ებ­და.