უკრაინაში ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა

2022-08-18 11:36:23

უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ინფორმაციას დაღუპული ბერდია ჯოხაძის და სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩემი ძმა, ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში, კერძოდ ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს,  მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა 12 აგვისტოს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის.

19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე თბილისის აეროპორტში დავხვდებით და გადმოვასვენებთ ქაშუეთის ეკლესიაში",- წერს სოციალურ ქსელში ბელა ჯოხაძე.