ერევანში აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

2022-08-16 15:32:33

ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებენ.

უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია.

სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა. ერევნის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა პიროტექნიკური მასალების საწყობის აფეთქებამ გამოიწვია. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აალებადი ნივთიერებების შენახვისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე აღძრა. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით ოფიციალურად დადგენილი არ არის.