უბედური შემთხვევა თბილისის ზღვაზე

2022-08-14 18:54:36

თბილისის ზღვაზე უბედური შემთხვევა მოხდა. 

შუახნის მამაკაცი, რომელიც ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, გარდაიცვალა. მას ადგილზე პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, კაცს გულის პრობლემები ჰქონდა.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.