6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

2022-08-09 14:02:23

ნინოწმინდაში ველოსიპედით მოძრავ ბავშვს მსუბუქი მანქანა დაეჯახა. არასრულწლოვანი ჯერ ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. პაციენტს დაზიანება თავის არეში აქვს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 jnews.ge–ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი მშობლებს თავად მძღოლმა მიუყვანა.

ახალქალაქის კლინიკის ექიმების განცხადებით, პაციენტს ნეიროქირურგის კონსულტაცია სჭირდებოდა, ვინაიდან ექიმი ადგილზე არ ჰყავდათ, პაციენტი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.