ქვემო ქართლში საკანალიზაციო ჭაში 2 კაცი დაიღუპა

2022-07-31 12:28:03

მარნეულში საკანალიზაციო ჭის გათხრის დროს ორი შუახნის მამაკაცი დაიღუპა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცები ეზოში საკანალიზაციო ჭას თხრიდნენ, როდესაც ერთ-ერთი უჰაერობისგან შეუძლოდ გახდა, მის დასახმარებლად მეორე ჩავიდა და ორივე მათგანი დაიღუპა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორივე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა, ცხედრები გადასვენებული ექსპერტიზის ბიუროში.