რუსთავში წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადაეცათ

2022-07-17 09:22:19

რუსთაველ მოსწავლეებს წარჩინებული სწავლისთვის კომპიუტერები გადაეცათ.

საუბარია 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების წარჩინებულ მოსწავლეებზე, რომლებსაც განათლების სამინისტროსგან კომპიუეტერები გასულ წლებში უნდა მიეღოთ, თუმცა როგორც უწყება განმარტავდა, კორონავირუსის პანდემიამ ეს პროცესი გააჭინაურა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, ლეპტოპები კარგი სწავლისთვის ქალაქის მასშტაბით სულ 269 ბავშვს გადაეცა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები