დაზიანებული სახურავები და მოგლეჯილი ხეები

2022-06-26 14:36:33

ძლიერმა ქარმა რუსთავში, გვიან ღამით სახურავები დააზიანა, მოტეხა მრავალწლოვანი ხეები, მოგლიჯა გარე განათების ელექტროსადენები. ქარმა მე-7ა მიკრო რაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზე, კი ხეები მოტეხა. სტიქიამ ცენტრალურ პარკშიც მოტეხა ხეები და დააზიანა "ოქსიგენ ფესტისთვის" დამონტაჟებული სცენა და ინფრასტრუქტურა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ "რუსთავ-სერვის ცენტრის" თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ,,მთელი ღმის განმავლობაში მუშაობდა მერიის როგორც ინფრასტრუქტურის სამსახური, ისე ,,რუსთავსერვისცენტრი.“ მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ყველა მისამართი შემოწმებულია. რამოდენიმე ლოკაციაზე ხეები იყო წაქცეული, არის მისამართები, სადაც სახურავის პრობლემაც შეიქმნა. ამ წუთებშიც მუშაოებენ ჩვენი სამსახურები, ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც წუხანდელმა სტიქიამ პრობლემა შექმნა, შესაბამის რეაგირებას მოვახდერნთ და მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით მოსახელობას“- განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.