ბრიტანელებს სუპერმარკეტებში სამ ბოთლზე მეტი ზეთის შეძენა აუკრძალეს. როგორც „სქაი ნიუსი" წერს ამის მიზეზი უკრაინიდან იმპორტის კუთხით შექმნილი პრობლემებია.
დიდი ბრიტანეთში საყოფაცხოვრებო ზეთის მთავარი იმპორტიორი უკრაინაა. საომარი მოქმედებების გამო პროდუქტის მიწოდებაში შეფერხებებია.
მაგალითისთვის, სუპერმარკეტების ქსელ „ტესკოში“ ერთ მომხმარებელს მხოლოდ სამი ბოთლი ზეთის შეძენა შეუძლია. „მორისონში“ მოქმედი ლიმიტი ერთ ადამიანზე ორი ბოთლია.
ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმში განაცხადეს, რომ შეზღუდვები „დროებითი ზომაა, რათა პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“.