2022 წლის მარტში ომში მყოფ უკრაინასთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 77%-ით შემცირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მარტში საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 13 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 56,869 მლნ დოლარი იყო.
რაც შეეხება კონკრეტულად ექსპორტს, საგარეო ვაჭრობის ანგარიში მიხედვით, მარტში საქართველოს ექსპორტი უკრაინაში მხოლოდ 1,839 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 24,6 მლნ დოლარით, ანუ 93%-ით ნაკლებია. 2021 წლის მარტში უკრაინაში ექსპორტი შეადგენდა 26,487 მლნ დოლარს.
ექსპორტთან ერთად შემცირებულია იმპორტიც, მარტში საქართველოში სულ 11.2 მლნ დოლარის ღირებულების უკრაინული პროდუქცია შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 19.1 მლნ ანუ 63%-ით ნაკლებია. შარშან მარტში უკრაინიდან იმპორტის მაჩვენებელი 30,382 მლნ დოლარი იყო.
5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ 2022 წლის მარტში ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა:
ექსპორტი:
იმპორტი: