პოლონეთში ყაჩაღობის ბრალდებით სამი ქართველი მამაკაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართული დაჯგუფების წევრები ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს თავს დაესხნენ, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და ჯიხურში მომუშავე ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ადგილობრივი სამართალდამცავთა გამოძიებით გაირკვა, რომ თავდამსხმელები „ფორდის“ და „ვოლვოს“ მარკის ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, რომელიც ერთ-ერთი კერძო კომპანიისგან ყალბი რუმინული პასპორტით იქირავეს.
დამნაშავეებმა ფულის წაღება ვერ მოახერხეს, 40, 37 და 46 წლის თავდამსხმელები პოლიციამ უკვე დააკავა. მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.