"რუსი სამხედროების დანაშაულს 13 სახელმწიფო გამოიძიებს"

2022-04-19 13:05:01

კრაინის გარდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ 13 სახელმწიფო გამოიძიებს. ამის შესახებ ინფორმაცია გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა. ვენედიქტოვას განმარტებით, მსოფლიო საზოგადოება გაერთიანდა ყველაზე ეფექტური გზის მოსაძებნად, თუ როგორ შეიძლება რუსეთის პასუხისგებაში მიცემა, იმ ქმედებებისთის, რომლებიც უკრაინაშია ჩადენილი.

მისივე თქმით, ახლა პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება შეუფასებელია. „ჩვენ უკვე გვყავს ექსპერტთა ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც გვეხმარებიან დანაშაულების დოკუმენტირებასა და გამოძიებაში. შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლის ფარგლებშიც უცხოელი ექსპერტები უკრაინელ გამომძიებლებთან და პროკურორებთან ერთად იმუშავებენ. უკრაინის გარდა 13 სახელმწიფო შეუდგა იმ დანაშაულების გამოძიებას, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში ჩაიდინა“,- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მისი თქმით, კრემლმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის.

„მხოლოდ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ადეკვატურად ვუპასუხოთ ძალის პოლიტიკას და ადამიანთა ტანჯვას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.