კობა „რუსთავსკი“ ესპანეთშია ექსტადირებული

2022-04-11 13:26:26

ქართველი „კანონიერი ქურდი“ კობა „რუსთავსკი“(კობა შემაზაშვილი) ესპანეთშია ექსტადირებული.
უკრაინის ეროვნული პოლიცია კრიმინალური ავტორიტეტის ესპანეთისთვის გადაცემის კადრებს ავრცელებს.
კობა შემაზაშვილი უკრაინაში 2021 წლის დეკემბერში დააკავეს.
კრიმინალური ავტორიტეტი ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის 2016 წლიდან იძებნება.
„კანონიერ ქურდს“ 24 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.