რუსთავიში "ავტო ინვესტის" ფილიალი გაიხსნა.
უმაღლესი ხარისხის ავტო საღებავების, ლაქ საღებავებისა და დამხმარე მასალების მაღაზია მეგობრობისა და ცურტაველის ქუჩების მიმდებარედაა განთავსებული.
კომპანია ცნობილი ბრენდების ავტო ლაქ-საღებავებისა და სამღებრო დამხმარე მასალების იმპორტს ახორციელებს. „ავტო ინვესტი“ უკვე 3 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და მან მომხმარებლის გულის მოგება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უკვე მოახერხა, ახლა კი ჯერი რუსთავზე მიდგა.
როგორც "ინფო რუსთავს" "ავტო ინვესტის" წარმომადგენელმა, ირაკლი წვერავამ განუცხადა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლეს ხარსხს, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.
"ყველა ის მასალაა ჩვენთან ხელმისაწვდომი, რომელიც დაზიანებულ ავტომობილს მიიყვანს იდეალურ მდგომარეობამდე.
მომხმარებელს ვთავაზობთ მსოფლიოში ნომერ პირველი გერმანული ბრენდის, STANDOX-ის და მისი შვილობილი ბრენდის, DUXONE-ის ლაქ საღებავებსა და დამხმარე მასალებს, რომელთა იმპორტსაც ვახორციელებთ. მოგეხსენებათ, STANDOX-ი გამოიყენება ქარხნული წესით შეღებვის დროს - MERCEDES BENZ-ის, BMW-სა და MINI COOPER-ის მარკის ავტომობილებზე. ასევე გვაქვს პოლონური ბრენდის INTERTROTON-ის და თურქული ADMIRALI-ის პროდუქციებიც.
მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალ ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად, რაც მთავარია, საქართველოს მასშტაბით ვთავაზობთ უფასო საკურიერო მომსახურებას.
გარდა ამისა, რითიც განვსხვავდებით სხვა ფირმებისგან, ჩვენთან საღებავის შეზავება ხდება სუპერ თანამედროვე სპექტრომეტრის საშუალებით, რომელიც ქოლორისტს ეხმარება ფერი მიიყვანოს მაქსიმალური სიზუსტით კონკრეტულ შედეგამდე და არ იყოს არანაირი ცდომილება ფერთა შორის.
ჩვენ ვიძლევით 7 წლიან გარანტიას, თუ გამოვიყენებთ STANDOX-ისა და DUXONE-ის ბრენდებსა და დამხმარე მასალებს, რომ ზედაპირი არ გახუნდება, ფერს არ შეიცვლის და ვიზუალურად არ გაფიუჭდება.
ჩვენი ინტერესია გავხსნათ, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ავტო ინვესტის ფილიალები და მომხმარებლებამდე მივიტანოთ მაქსიმალური ხარისხი, ხელმისაწვდომ ფასად", - აცხადებს ირაკლი წვერავა.